მეხუთე მოდულის რეფლექსია
დღვანდელი დღე დავიწყეთ
საშინაო დავალების განხილვით. ტრენერმა დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარეს პრინციპით გვამუშავა
მოსწავლის პრეზენტაციის შეფასებაზე. გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი მოსაზრებები და მივიღეთ
უკუკავშირი. ტრენერმაც მოგვცა საინტერესო რეკომენდაციები.
ტრენინგის მომდევნო
ნაწილი დაეთმო მოსწავლის პროექტების შეფასებას. განვიხილეთ და გადმოვწერეთ სხვადასხვა
რუბრიკა.
მეექვსე-მეშვიდე
მოდულის რეფლექსია
მოცემული მოდული
დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების
როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ, როგორ შევუწყო ხელი
ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგული-რებად მოსწავლეებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილო
მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად,
სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა
სწავლის შეფასების მიზნით, სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობე-სებლად.
მერვე მოდულის რეფლექსია
სასწალო პროცესის
ეფექტურად დაგეგმვის ძალიან კარგი საშუალებაა
პროექტებით სწავლება.
დღვანდელ დღეს თითოელმა
მასწავლებელმა გააკეთა პრეზენტაცია, ყურადღებით გავეცანით, მოვისმინეთ ერთმანეთის რეკომენდაციები,
ტრენერის მითითებები, რომელიც გავითვალისწინეთ .
ეს ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო . ვეცდები აქტიურად
ჩავრთო მოსწავლეები ამ პროცესში.