პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

Thursday, April 16, 2015

ტრენინგის რეფლექსია

მეხუთე  მოდულის რეფლექსია
დღვანდელი დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით. ტრენერმა დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარეს პრინციპით გვამუშავა მოსწავლის პრეზენტაციის შეფასებაზე. გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი მოსაზრებები და მივიღეთ უკუკავშირი. ტრენერმაც მოგვცა საინტერესო რეკომენდაციები.
ტრენინგის მომდევნო ნაწილი დაეთმო მოსწავლის პროექტების შეფასებას. განვიხილეთ და გადმოვწერეთ სხვადასხვა რუბრიკა.
მეექვსე-მეშვიდე მოდულის რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ, როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგული-რებად მოსწავლეებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლის პროცესის ხელშეწყობისა  და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით, სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობე-სებლად.
მერვე მოდულის რეფლექსია
სასწალო პროცესის ეფექტურად  დაგეგმვის ძალიან კარგი საშუალებაა პროექტებით სწავლება.
დღვანდელ დღეს თითოელმა მასწავლებელმა გააკეთა პრეზენტაცია, ყურადღებით გავეცანით, მოვისმინეთ ერთმანეთის რეკომენდაციები, ტრენერის მითითებები, რომელიც გავითვალისწინეთ .

ეს ტრენინგი  ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო . ვეცდები აქტიურად ჩავრთო მოსწავლეები ამ პროცესში.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტი

Sunday, March 29, 2015

მეორე მოდულის რეფლექსია

ტრენინგის ეს ორი დღე წინა დღეეების მსგავსად იყო საინტერესო . ამ მოდულზე დავიწყეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. უშუალოდ ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების, განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომლის შესახებ ტრენერმა სხვა საკითხების მსგავსად დაწვრილებით  და გასაგებად ისაუბრა.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

 დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა დრაივზე. დაწვრილებით განვიხილეთ დრაივზე მუშაობა, ემბედ კოდის მოძებნა და ბლოგზე გამოქვეყნება. ასევე მოსწავლის ნიმუშების შექმნა.დღევანდელი მოდულიც იყო ძალიან საინტერესო.

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, March 28, 2015

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ ,როგორ მოიძიოს  მოსწავლემ ინტერნეტით ფოტო-მასალა, ტექსტური ინფორმაცია, გამოიყენოს ის როგორც კომუნკაციის საშუალება.ეხმარება სასწავლო კავშირების დამყარებაში, აძლევს ონლაინ რაჟიმში თავიანთი ნამუშევრების გაზიარების საშუალებას. დღევანდელი დღით ვარ ძალიან კმაყოფილი.