პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

Thursday, April 16, 2015

ტრენინგის რეფლექსია

მეხუთე  მოდულის რეფლექსია
დღვანდელი დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით. ტრენერმა დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარეს პრინციპით გვამუშავა მოსწავლის პრეზენტაციის შეფასებაზე. გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი მოსაზრებები და მივიღეთ უკუკავშირი. ტრენერმაც მოგვცა საინტერესო რეკომენდაციები.
ტრენინგის მომდევნო ნაწილი დაეთმო მოსწავლის პროექტების შეფასებას. განვიხილეთ და გადმოვწერეთ სხვადასხვა რუბრიკა.
მეექვსე-მეშვიდე მოდულის რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ, როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგული-რებად მოსწავლეებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლის პროცესის ხელშეწყობისა  და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით, სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობე-სებლად.
მერვე მოდულის რეფლექსია
სასწალო პროცესის ეფექტურად  დაგეგმვის ძალიან კარგი საშუალებაა პროექტებით სწავლება.
დღვანდელ დღეს თითოელმა მასწავლებელმა გააკეთა პრეზენტაცია, ყურადღებით გავეცანით, მოვისმინეთ ერთმანეთის რეკომენდაციები, ტრენერის მითითებები, რომელიც გავითვალისწინეთ .

ეს ტრენინგი  ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო . ვეცდები აქტიურად ჩავრთო მოსწავლეები ამ პროცესში.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტი